კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში ახალი საერთაშორისო აეროპორტი Techo Takhmao გაიხსნება. პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარი იქნება. საჰაერო ტერმინალის გახსნა 2025 წლის შუა პერიოდშია დაგეგმილი. საჰაერო ნავსადგური მსოფლიოში სიდიდით მეცხრე გახდება და კომერციულ ფრენებს მოემსახურება. პარალელურად, იგეგმება ძველი საჰაერო ტერმინალის გამოყენებას სამთავრობო და სამხედრო მიზნებისთვის.

ახალი საჰაერო კერა განთავსდება კანდალის პროვინციაში ყოფილ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, პნომპენის ცენტრალური ღირსშესანიშნაობიდან – დამოუკიდებლობის ძეგლიდან 24 კილომეტრში.

აეროპორტის საერთო ფართობი 2,6 ათასი ჰექტარი იქნება. მოსალოდნელია, რომ მშენებლობის პირველი ფაზის შემდეგ წელიწადში 15 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. აღნიშნული პროექტი მოიცავს სამი თითო 4 კმ-იანი ასაფრენი ბილიკის და სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას.

მეორე ეტაპზე ტერმინალს დაემატება დამატებითი „ფრთა“, წელიწადში 30 მილიონი მგზავრის ტევადობით, ხოლო მესამე ეტაპზე ობიექტი გაფართოვდება და ყოველწლიურად 50 მილიონამდე მგზავრის მიღება იქნება შესაძლებელი. ეს კი 2050 წლისთვის საშუალებას მისცემს ახალ საჰაერო ნავსადგურს კონკურენცია გაუწიოს ტან სონ ნაჰატის საერთაშორისო აეროპორტს მეზობელ ვიეტნამის ჰო ჩი მინში, რომელიც ასევე ემსახურება 50 მილიონამდე მგზავრს წელიწადში.

ავიანიუსი