მოგზაურობის დაგეგმვის საერთაშორისო კომპანია eDreams Odigeo-მ ყველაზე პოპულარული მიმართულებები დაასახელა, რომლებსაც ყველაზე ხშირად ჯავშნიდნენ 2024 წელს.
ანგარიში ხაზს უსვამს მოგზაურობის ჩვევების შეცვლას. გლობალურად ტურისტების 32%-მა აირჩია 3-4 დღიანი მოგზაურობები, ხოლო 24%-მა აირჩია უფრო გრძელი 7-13 დღიანი მოგზაურობა. ირკვევა, რომ „ბოლო წუთის“ ჯავშნები სულ უფრო პოპულარული ხდება.
eDreams Odigeo-ს აღმასრულებელი დირექტორი დანა დანნი ამბობს: „წინ, რომ გავიხედოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს მოგზაურები ყურადღებას გაამახვილებენ ახალ გამოცდილებასა და აღმოჩენებზე, როგორიცაა მნიშვნელოვანი კულტურული, სპორტული და მუსიკალური ღონისძიებები მთელს მსოფლიოში“.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოზიცია დაიკავა სპორტულმა ტურიზმმა: პარიზში 2023 წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა 62%-ით გაიზარდა, ხოლო გერმანიაში ევრო 2024-ის გამო 60%-ით.
ტოპ-10 ქალაქი, რომელსაც 2024 წელს ყველაზე ხშირად ჯავშნიდნენ:
1. პარიზი
2. ბარსელონა
3. პალმა დე მაიორკა
4. მადრიდი
5. ლონდონი
6. რომი
7. ლისაბონი
8. ამსტერდამი
9. სტამბოლი
10. მალაგა.