პოპ კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერსონაჟზე, მიკი მაუსზე, Disney-ს საავტორო უფლებები 2024 წელს იწურება. „დისნეის" 1928 წლის მულტფილმი "Steamboat Willie", რომელშიც მონაწილეობდნენ მიკი და მინი მაუსი, საჯარო დომენში გადავა.
აშშ-ს კანონმდებლობით საავტორო უფლებების 95 წლის განმავლობაში ნარჩუნდება, რამდენჯერმე დადგა საკითხი, რომ საავტორო უფლებები პერსონაჟის მთელი ცხოვრების მანძილზე გახანგრძლივებულიყო. ზოგჯერ მას ხუმრობით მოიხსენიებდნენ, როგორც მიკი მაუსის დაცვის აქტი.
სამართლის პროფესორი და საჯარო დომენის შესწავლის დიუკის ცენტრის დირექტორი, ჯენიფერ ჯენკინსი აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ კორპორაცია, არამედ საავტორო უფლებების მფლობელთა მთელი ჯგუფი მოითხოვდა ვადის გაგრძელებას.
Disney აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 1928 წელს მიკი და მინი მაუსი ფილმ Steamboat Willie-ში გამოჩნდნენ, ადამიანები ამ პერსონაჟებს თავიანთ ისტორიებს და გამოცდილებას უკავშირებდნენ, რაც საავტორო უფლებების ვადის
Disney-მ თქვა: ”მას შემდეგ, რაც მიკი მაუსი პირველად გამოჩნდა 1928 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმში Steamboat Willie, ადამიანები პერსონაჟს უკავშირებდნენ ისტორიებს, გამოცდილებას და დისნეის ავთენტურ პროდუქტებს. ეს არ შეიცვლება, როდესაც საავტორო უფლებები ამოიწურება.
ამ დროისთვის არტისტებს და შემქმნელებს მიკის გამოყენება შეუძლიათ, თუმცა მკაცრი შეზღუდვებით, კონკრეტული დეტალები, რომელზეც დისნეის საავტორო უფლებები რჩება სასამართლოში უნდა დადგინდეს, რაც სავარაუოდ უახლოეს წლებში მოხდება.
Disney კვლავ ფლობს Mickey სავაჭრო ნიშანს, იყენებს მას როგორც კორპორატიულ თილისმად და ბრენდის იდენტიფიკატორად და კანონი კრძალავს პერსონაჟის მოტყუებით გამოყენებას, რათა მომხმარებლებმა იფიქრონ, რომ პროდუქტი დაკავშირებულია ორიგინალურ შემქმნელთან. ვინც გახსნის ფილმების მწარმოებელ კომპანიას ან თემატურ პარკს, თაგვის ყურების თავისუფლად გამოყენებას ვერ შეძლებს.
კიდევ ერთი პერსონაჟი - ვინი პუხის მეგობარი ვეფხვი - ასევე გახდება საყოველთაო საკუთრება და მას 96 წელი უსრულდება.
ვინი პუხი ალბათ ყველაზე ცნობილი პერსონაჟია, რომელიც საყოველთაო საკუთრება გახდა. მან ეს სტატუსი ორი წლის წინ მიიღო და მას უკვე მოჰყვა საკმაოდ მოულოდნელი ინტერპრეტაციები, როგორიცაა წლევანდელი საშინელებათა ფილმი ვინი პუხი: სისხლი და თაფლი. ალბათ მსგავსი მომავალი ელის მიკი მაუსსაც
ჩარლი ჩაპლინის "ცირკი" და ვირჯინია ვულფის "ორლანდო" 2024 წელს აშშ-ს საჯარო დომენის კატეგორიაში შევა.