ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტით მწვავედ გააკრიტიკა.
„USAID პასუხისმგებელია რეჟიმის ცვლილების ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში“, – წერს მასკი.
მისი განცხადება გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, 2020-2024 წლებში USAID-მა უცხო ქვეყნების არჩევნებზე გავლენის მოსახდენად 817 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა.
სარედაქციო შენიშვნა: ამ დროისთვის, აღნიშნული მასალების ავთენტიკურობა, მათში აღწერილი საქმიანობის მიზნები და დაფინანსების კონკრეტული მიმართულებები ოფიციალური წყაროების მიერ დადასტურებული არ არის.