ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უახლესი რეგიონული ეკონომიკური ანგარიშის (Regional Economic Prospects) მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს ევროპასა და სხვა რეგიონებში ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს .

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინფორმაციით, მთავარი ფაქტორებია გაზის მაღალი ფასები და ცვალებადი ფინანსირების პირობები.

EBRD-ის მონაცემებით, 2023 წელს ბანკის რეგიონებში წარმოების მოცულობა 2.2 პროცენტით გაიზრდება, რაც თებერვალში პროგნოზირებულ 2.3 პროცენტზე ოდნავ ნაკლებია. ინფლაციური ზეწოლის თანდათანობით შემცირების გამო, 2024 წელს 3.4 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი, რაც თებერვალში პროგნოზირებულ 3,3 პროცენტზე მეტია.

„2023 წლისთვის დაღმავალი ტენდენციის განმაპირობებელი ფაქტორებია: თებერვლის მიწისძვრების ეკონომიკური ზემოქმედება და საკრედიტო პირობების მოსალოდნელი გამკაცრება თურქეთში; დაგვიანებული რეფორმები სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში; ასევე ზრდის შენელება მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში, მუდმივი ინფლაცია და დაფინანსების გამკაცრებული პირობები ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

2021 წელს, რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრამდე, EBRD-ს ქვეყნების ეკონომიკები 7,2 პროცენტით გაიზარდა. 2022 წელს კი ეკონომიკური ზრდა 3,3 პროცენტამდე შემცირდა. 2022 წელი კორონავირუსის პანდემიის შემდგომი აღდგენით დაიწყო. თუმცა 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში უარყოფითი ზრდა დაფიქსირდა.

ეს არის მეოთხე ტექნიკური რეცესია EBRD-ის რეგიონებისთვის 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, დანარჩენებია – 1997-1998 წლებში აზიის ქვეყნების და რუსეთის ეკონომიკური კრიზისი, 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი და Covid-19 პანდემია“, – აცხადებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.