რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტად ყოფნის დროს, მას რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევდა ერთ-ერთი ასეთი 2008 წელს „საქართველოსთვის მშვიდობის იძულების სამხედრო ოპერაციის ჩატარება“ იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით ფედერაციის საბჭომ დაუჭირა მხარი - ჩაგვეტარებინა საქართველოსთვის მშვიდობის იძულების სამხედრო ოპერაცია, ე.წ. ხუთდღიანი ომი. ეს, რა თქმა უნდა, იმ მომენტში პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის რთული გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა მედვედევმა.
მედვედევის განმარტებით ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ, რომელიც ასევე რთული გადაწყვეტილება იყო”.
„ესეც არ იყო იოლი გადაწყვეტილებები. მოითხოვდა დისკუსიას, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონვას, მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვდა“, - აღნიშნა მედვედევმა.