აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ეჭვობს, რომ 2 უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი - Credit Suisse Group-სა და UBS Group AG კანონს არღვევენ და რუს კლიენტებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg-ი სიტუაციის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

Bloomberg-ის წყაროს თქმით, ყველაფერი დაკითხვებით დაიწყო და სრულმასშტაბიან გამოძიებაში გადაიზარდა. ამასთან, გამოძიება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და შესაძლოა ან საერთოდ არ წაუყენოს ბრალი ან დასრულდეს მორიგებით.

სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ძირითადი საჩივრები Credit Suisse-ის მუშაობას ეხება. გამოძიებაში ახლა UBS ჯგუფია ჩართული, რომელმაც Credit Suisse ივნისში ჩაიბარა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებდნენ ბანკები სანქცირებული კლიენტების ანგარიშებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჯერ არ მოუთხოვია ინტერვიუები აღმასრულებლებთან ან პერსონალთან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე Credit Suisse მდიდარ რუსებს ემსახურებოდა და 60 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივებს მართავდა. 2022 წლის თებერვალში შემოჭრის დროისთვის ეს მაჩვენებელი 33 მილიარდ დოლარამდე შემცირდა და ათასზე მეტი მდიდარი რუსი შეერთებულმა შტატების შავ სიაში მოხვდა.