თურქეთი ზაფხულის წლევანდელ მიმართულებებს შორის დამსვენებლებისთვის ევროპის ყველაზე იაფ მიმართულებად დასახელდა. ინფორმაცია penfold-მა, ექსპერტებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

მათი ინფორმაციით, თურქეთში დამსვენებლის ყოველდღიური ხარჯი საშუალოდ 15 ევროა, თუმცა ფასში ფრენის ღირებულება გათვალისწინებული არ არის. სიიაფის მიხედვით მეორე ადგილზე პოლონეთია, ხოლო მესამეზე ბულგარეთი.

ზაფხულის გასატარებლად წელს ევროპის ყველაზე იაფი მიმართულებები შემდეგია:

თურქეთი - 15 ევრო;

პოლონეთი - 21 ევრო;

ბულგარეთი - 26.5 ევრო;

უნგრეთი 32 ევრო;

რუმინეთი - 37 ევრო; 

ხორვატია - 39 ევრო;

კვიპროსი - 46 ევრო;

პორტუგალია - 57.5 ევრო;

საბერძნეთი - 63 ევრო;

ესპანეთი - 68 ევრო.