სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილი საქართველოში ტურისტების სტატისტიკაზე BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა. მისი თქმით, ტყუილია, რომ თითქოს რუსეთიდან საქართველოში ბევრი ტურისტი შემოდის.
„რუსეთიდან საქართველოში მიგრანტები შემოდიან და არა ტურისტები - განსაკუთრებით პირველ კვარტალზე მაქვს საუბარი, როცა რუსეთიდან ტურისტის შემოდინება თითზე ჩამოსათვლელი იყო. ასევეა ფულადი გზავნილებიც - მიგრანტებისთვის გამოგზავნილი თანხა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ტურისტულ შემოსავლად ჩაითვალოს“, - განაცხადა მან.
შალვა ალავერდაშვილმა მიმდინარე წლის ბოლო 6 თვის სტატისტიკაც მოიყვანა და განმარტა, რომ რეალურად ამ ეტაპზე ტურისტების რაოდენობა ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს სასტუმროებში გაზრდილი ოთახების რაოდენობას.
"მაგალითად, პირველ კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის კლება დაფიქსირდა და იანვარი სრულიად ჩაგვივარდა. თებერვალში თოვლი კი მოვიდა, მაგრამ იანვარი ვეღარ დააბალანსა. ტურისტულ ობიექტებზე მარტშიც საკმაოდ ნაკლებობა იყო. რაც შეხება თბილისს, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 15%-ით არის შემცირებული.
პირველ კვარტალში განსაკუთრებით, ის, რომ თურქეთის და სომხეთის მოქალაქეები ტურისტებად ჩამოვიდნენ და მეორე მესამე ადგილს ისინი ინაწილებდნენ აბსურდული ციფრებია, რეალურ სტატისტიკაში ესენი შეიძლება ჩაითვალოს ვიზიტორებად, რომლებიც 24 საათზე მეტხანს დაყოვნდნენ საზღვარზე არსებული რიგების გამო.
ასევე საკმაოდ დიდი გადინება იყო რუსეთსა და სომხეთს შორის და ეს გზა საქართველოზე გადის, შესაბამისად სომხეთიდან რუსეთში და პირიქით მიმავალი ახალი წლის პერიოდში და შემდეგაც საკმაოდ დიდი იყო და ეს ილუზიას აჩენს რომ ჩვენთან ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. რეალურად აბსოლუტურად სხვა ციფრები გვაქვს. რეალურად ამ ეტაპზე ტურისტების რაოდენობა ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს გაზრდილი ოთახების რაოდენობას" , - განაცხადა მან.
ტყუილია, რომ რუსეთიდან საქართველოში ბევრი ტურისტი შემოდის - შალვა ალავერდაშვილი
                
        ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია - ადმინისტრაცია
ტრამპ უმცროსი ნოემბერში სომხეთს ეწვევა
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის - მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს
ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება
                                                    4772 ძაღლი/კატა ბუნებრივ არეალში დაბრუნდა
                                                    
                                                
                                                    1762178400