2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 40.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 31.7 პროცენტით შემცირდა და 1 898.6 ლარი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (46.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 559.5 ათასი და 333.8 ათასი ვიზიტი.

„2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.0 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.5 ღამე) 8.6 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 79.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.