2023 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 247 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 115 ლარი შეადგინაინფორმაცია PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 373 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 548 ლარი შეადგინა, თბილისში - 452 ლარი, სამცხე- ჯავახეთში - 354, ხოლო გურიაში - 328.

PMC კვლევითი ცენტრი თვის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის აპრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.5%-ით შემცირდა.

„თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი კახეთში (8.5%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-10.6%).

2023 წლის აპრილში, წინა წელთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 5.0%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.0%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.1%-ით გაიზარდა.

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (25.2%), ყველაზე დაბალი კი რაჭაში (-12.9%)“, - აღნიშნულია კვლევაში.