აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თინათინ ზოიძის ინფორმაციით, 2025 წელს აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. 

„აჭარის რეგიონს ძალიან წარმატებული საზღვაო სეზონი ჰქონდა. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 1 მილიონ 900 ათასს უკვე აღემატება, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო შიდა ვიზიტების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა",- ამბობს ზოიძე. 

მისივე თქმით, გაზრდილია მოთხოვნა მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებზეც. 

„მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა უკვე 422 ათასს აღემატება, რაც 40%-ით ზრდას ნიშნავს 2024 წელთან შედარებით. ყველაზე მეტი ვიზიტი სარფის გამშვები პუნქტიდან ფიქსირდება. ასევე, გაზრდილია ვიზიტები ისრაელის მიმართულებიდან, გაიზარდა ფრენების რაოდენობა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ზაფხულის პერიოდში აქტიურად ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები ბალტიის ქვეყნებიდან. ამავდროულად, გრძელდება მუშაობა ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ევროპის ქვეყნები. გაზრდილია მონაცემები როგორც გერმანიის, ისე ლატვიისა და ბევრი სხვა მიმართულებიდანაც",- აღნიშნა თამარ ზოიძემ "კომერსანტის" ეთერში.