მალტის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სლიემას მაცხოვრებლებმა წამოიწყეს კამპანია, რომლითაც მოუწოდებენ ტურისტებს, არ ჩაიცვან ქუჩებში საცურაო კოსტიუმები.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ადგილობრივები სოციალურ ქსელში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ დამსვენებლები საცურაო კოსტუმებით პლაჟების გარდა, გადაადგილდებოდნენ ქუჩებსა და მაღაზიებშიც.

ერთ-ერთმა აქტივისტმა სლიემას ქუჩებში გააკრა დაახლოებით 60 პლაკატი, რომელიც ტურისტებს მოუწოდებდა, ქალაქში უფრო შესაფერისი ტანსაცმელი ჩაეცვათ.

აქტივისტებმა სიტუაციაში ჩარევა მერიასა და პოლიციის კომისარსაც სთხოვეს.

სხვათა შორის, ევროპაში ბევრი ქალაქი აწესებს შეზღუდვებს ტურისტებისთვის ადგილობრივების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, პორტუგალიის პლაჟებზე ხმამაღალი მუსიკის მოსმენა აიკრძალა.