ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი მხარდაჭერით, კულტურული ტურიზმის მომსახურების სფეროს აქტიური ხელშეწყობა მიმდინარეობს.

„ევროკავშირს, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებში შეიქმნა ბევრი ახალი ბიზნესი, სამუშაო ადგილი და შემოსავლის მიღების დამატებითი წყარო.საქართველოს კულტურული, ტურისტული ღირსშესანიშნაობები საჭიროებს სათანადო წარმოჩენას. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული გიდების ხელშეწყობა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში"- ამბობს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე კარნერი.

დონორების მხარდაჭერით და საქართველოს გიდების ასოციაციასთან პარტნიორობით, მაღალმთიან რეგიონებში კულტურული ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი გიდებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლების თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ სერიები ჩატარდა.

„40-ზე მეტი მონაწილე აქტიურად იყო ჩართული ტრენინგ სერიებში. ჩვენ ვასწავლეთ მათ ის უნარ-ჩვევები, რაც გიდს სჭირდება მსოფლიო სტანდარტის მიხედვით. ასევე გვქონდა წითელი ჯვრის პრაქტიკული სესიები, რომლის ტექნიკების ცოდნაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველა პროფესიონალი გიდისთვის" - გვიყვება საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე.

ტრენინგ მოდულები მოიცავდა, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა საჭირო კომპონენტს, რომლის შედეგადაც, მონაწილეები ახლა უკვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურებიან ტურისტებს და შეეძლებათ უფრო საინტერესოდ წარმართონ ტური. ტრენინგის მსვლელობისას, აქცენტი ასევე გაკეთდა პირველადი დახმარების აღმოჩენის უნარებზე, საგანგებო სიტუაციის მართვასა და ადმინისტრებაზე დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, კვალიფიციური სამედიცინო ჯგუფის მოსვლამდე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობისგუნდის ლიდერი დომინიკ პაპენჰაიმი ხაზს უსვამს: „ტრენინგების მიზანს, ახალგაზრდებისთვის ადგილობრივად, საკუთარ რეგიონში, კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის ხელშეწყობა წარმოადგენს. აღნიშნული ტრენინგების საშუალებით, საქართველოსმაღალმთიანი რეგიონის 46 ადგილობრივმა გიდმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და უნარები შეიძინა, რაც ტურიზმის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს".

46 სერტიფიცირებული პროფესიონალი ადგილობრივი კულტურული გიდი მაღალმთიან რეგიონებში, ახლა ფლობს საერთაშორისო სტანდარტებს შესაბამის ცოდნას და უნარებს. ამ მიღწევებმა შექმნეს ახალი შესაძლებლობები, სამუშაო ადგილები და შემოსავლის გაზრდის პერსპექტივა. ამასთანავე, აღნიშნული პროფესიული ზრდა, ხელს შუწყობს კულტურული მემკვიდრეობის საფუძვლიან შენარჩუნებასა და მასპინძელ საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერებას.