„ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებლის ცოტნე ჯაფარიძის თქმით, ტურისტულ სექტორში მაღალმხარჯველიანი ტურისტების რაოდენობა კატასტროფულადაა შემცირებული.

„კატასტროფულად არის შემცირებული მაღალმხარჯველიანი ტურისტების შემოდინება, ვგულისხმობ ევროპას და ამერიკას. ახლა თვის ბოლოს ცოტა მოიმატა ინდოეთმა და გალფის ქვეყნებმა,“- განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ, მისი თქმით,  უცხოელ ტურისტებში  ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები კახეთი და ყაზბეგია.