2023 წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 395.1 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები 31%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდს 16%-ით აღემატება. კერძოდ, 2019 წლის ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 340 მლნ აშშ დოლარი იყო.
ამასთან, მიმდინარე წლის ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2019 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს, მაშინ ტურიზმის ჯამური შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ანუ 400 მლნ დოლარით ნაკლები 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2.5 მლნ საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 21%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე. შესაბამისად პანდემიამდე პერიოდთან შედარებით აღდგენა 78.3%-ია.
ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 395.1 მლნ აშშ დოლარი მიიღო
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება დაამტკიცა
ალიევმა საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის თავისუფალი ფუნქციონირება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები - „ჰააგის დეკლარაცია“
ესპანეთი ნატო-ს საშინელი მოკავშირეა, ყველანაირი ვაჭრობა შეწყვიტეთ, მათ შორის, ვიზიტები - დონალდ ტრამპი
შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას