ესპანეთში, მადრიდში  მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión 2025 იწყება. საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიიღებს მონაწილეობს.

ღონისძიებას დაესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. 

გასტრო კონგრესზე საქართველოს 4 შეფ-მზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგნენ. 

საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.  საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული  Show Kitchen მოეწყობა. 

3 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე  ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

გასტრო კონგრესი Madrid Fusión  22 წელია იმართება, კონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 25 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 1800-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობს, სპიკერების რაოდენობა კი 180-ს აჭარბებს.