გამომყევი აჭარაში“ კამპანიის პირველადმა შედეგებმა 200 მილიონ წვდომას  გადააჭარბა – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. „კამპანიის მონაწილე ინფლუენსერები და მოგზაურები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ  აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევარში იგეგმება, გამოვლინდება რომელი მოგზაურ-ინფლუენსერები  მოიპოვებენ კამპანიის მთავარ პრიზებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.