Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები არ შეცვლილა, რაც შეეხება ორგანიზაციის პროგნოზს, მომავალ წელს შემოსავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
„ჩვენი შეფასებიით, 2023 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 335 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (იგივე, რაც 2022 წლის ოქტომბერში). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+25.8% წ/წ).
ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.