პოპულარული მესინჯერ აპლიკაცია WhatsApp კიდევ ერთ ახალ სიახლეს ნერგავს. - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
WhatsApp-ზე, სასაუბრო ჩატში ვიდეოს გასაგზავნად მისი წინასწარ გადაღება საჭირო აღარ იქნება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სახალისო გზა, რათა მთელი ემოციით გავაზიაროთ მომენტები, რომელიც ვიდეოდან მოდის, იქნება ეს ვინმეს დაბადების დღის მილოცვა, ხუმრობაზე სიცილი თუ სხვა კარგი ამბები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მყისიერი ვიდეო შეტყობინებების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 60 წამამდე და ის აპლიკაციის დაშიფვრის სერვისით იქნება დაცული. ახალი ფუნქცია პლატფორმაზე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის მსგავსი იქნება და იმავე გვერდზე განლაგდება.