150 რომაელი მეომრის მასობრივ საფლავს ვენაში, ფეხბურთის მოედნის ქვეშ მიაგნეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ძვ.წ. I-II საუკუნეში ამ ადგილას გერმანელ მეომრებთან სასტიკი ბრძოლა გაიმართა.
მასობრივი საფლავი მშენებლებმა ქალაქ ზიმერინგში აღმოაჩინეს. ნეშტი სპეციალისტებმა შეისწავლეს. ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ის მამაკაცებს ეკუთვნოდა და მათ ჭრილობები ხმლებით ჰქონდათ მიყენებული.
არქეოლოგებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან, მათი თქმით, რომაელები ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ხშირად კრემაციას მიმართავდნენ და, შესაბამისად, იმ დროინდელი ნამარხები ძალზედ იშვიათია.
მეცნიერებმა კვლევა მათი ძვლებისა და კბილების ანალიზის შედეგად ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მამაკაცების სიმაღლე 1,7 მეტრი იყო.
არქეოლოგებმა გამორიცხეს, რომ ეს ადამიანები ეპიდემიის ან რაიმე სხვა მსგავსი მოვლენის მსხვერპლნი იყვნენ. მათი თქმით, ანალიზმა აჩვენა, რომ ძვლები ხმლით იყო დაზიანებული.
შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული წყარო, სადაც რომაელი და გერმანელი მეომრების ბრძოლაა ნახსენები.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენილი მასობრივი საფლავის მეშვეობით და დნმ-ის ანალიზის შედეგად, რომაელი მეომრების ცხოვრებაზე უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება იქნება შესაძლებელი.
წყარო: imedinews.ge