ბოლო დროს YouTube-ისა და TikTok-ის ბევრი მომხმარებელი აზიარებს გამდიდრების სქემებს ხელოვნური ინტელექტის კერძოდ, ChatGPT-ის ინსტრუმენტების გამოყენებით. ადამიანები, რომლებიც პირადი ფინანსების კონტენტს ქმნიან, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს არეკლამებენ და ამბობენ, რომ მათ წარმატებული ბიზნესი შექმნა შეუძლიათ. საკითხით The Washington Post-ის ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში YouTube-ინფლუენსერმა ფილიპ რეისმა გააზიარა თავისი ბიზნეს-იდეა საბავშვო წიგნების შექმნის შესახებ, რომელთა გაყიდვასაც 10 დოლარად გეგმავდა. მან სთხოვა ChatGPT-ს დაეწერა ლექსები წიგნი მითური არსებების შესახებ 2-დან 5 წლის ასაკის პატარებისთვის. ჩატბოტმა შექმნა მინიშნებები Midjourney-ის ნერვული ქსელისთვის, რომელიც წიგნს ვიზუალურად აფორმებდა.
ინტერნეტ პერსონალიზატორი იშან შარმა თვლის, რომ ადამიანებს შეუძლიათ შესთავაზონ სერვისები ბირჟებზე და გამოიყენონ ChatGPT ან სხვა AI ინსტრუმენტები სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად. მან ეს კლონირებული ხმების გამოყენებით ვიდეოების გახმოვანების მაგალითით აჩვენა.
ვიდეოების უმეტესობა ზოგად იდეას აჟღერებენ: მიეცით საშუალება ChatGPT-ს ააშენოს ბიზნესი და მიაღწიოს ფინანსურ თავისუფლებას. ექსპერტების თქმით, ChatGPT-ის მიერ შემუშავებული თითქმის ყველა შემოსავლის სქემა ძალიან ზოგადია, რადგან ჩატბოტები იყენებენ ყველაზე პოპულარულ და ხშირად არც თუ ისე რელევანტურ სტრატეგიებს.
ისინი თვლიან, რომ ფილიპ რეისისა და ისან შარმას მსგავსი ვიდეოები ახალი აბონენტების და სპონსორების მოსაზიდადაა შექმნილი და არა რეალურად მოქმედი ბიზნეს-სტრატეგიების გასავრცელებლად.
უორტონის სკოლის ასოცირებული პროფესორი ეთან მოლიკი არ ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ ChatGPT-ს მილიარდ დოლარიანი იდეის გენერირება შეუძლია. თუმცა მიიჩნევს, რომ ის შეიძლება იყოს სასარგებლო ასისტენტი ბიზნეს გეგმების დაწერისას, ანგარიშების მომზადების ან მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.
მაგალითად, ერთ-ერთი ინდური მარკეტინგის სააგენტოს დირექტორი ჯაიანტ პადი სემინარზე ვიზიტორების მოზიდვის გზებს ეძებდა. ChatGPT-მ რამდენიმე იდეა მოიფიქრა, რომელთა შორის მეწარმემ ადგილობრივ ინფლუენსერებთან თანამშრომლობა აირჩია. საკმაოდ კარგი რეკლამით მან 3 დღის განმავლობაში 2500 დოლარის ბილეთები გაყიდა. ChatGPT-მ პადი აიძულა, რომ სწორი მიმართულებით ეფიქრა, თუმცა, ჯაიანტ პადი მაინც მიიჩნევს, რომ AI-მ დამოუკიდებლად წარმატებას ნაკლებად სავარაუდოა მიაღწიოს.