OceanGate-ს თანადამფუძნებელს სურს, რომ 2050 წლისთვის ვენერაზე 1000 ადამიანი გააგზავნოს.
გილერმო სონლაინმა Insider-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კომპანიისთვის დიდი გეგმები აქვს.
მისი თქმით, არსებობს კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანებს ვენერას ზედაპირიდან 30 მილის სიმაღლეზე მდებარე ფართობზე თეორიულად გადარჩენა შეუძლიათ.
სონლაინი მიიჩნევს, რომ ადამიანები ვენერაზე ცხოვრებას შეძლებენ, თუ კოსმოსური სადგური ღრუბლებში არსებულ გოგირდმჟავას გაუძლებს.
შეგახსენებთ, რომ OceanGate-ს მიერ ატლანტის ოკეანეში გაშვებული წყალქვეშა ნავმა Titan გასულ თვეში კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.