ტეხასელმა მეცნიერებმა GPT-ის ადამიანების გონების წასაკითხად გამოყენება შეძლეს. ახლახან მათ მიერ შემუშავებულ ენათა დეკოდერს შეუძლია ადამიანის აზრი ტექსტად გადააქციოს. უნიკალური გამოგონებით, ისტორიაში პირველად, ადამიანური ენა ტვინის სიგნალების საფუძველზეა რეკონსტრუირებული.
დეკოდერმა შეძლო იმ ისტორიების არსის ინტერპრეტაცია, რომლებსაც ადამიანები უყურებდნენ ან უსმენდნენ, ან უბრალოდ წარმოიდგენდნენ. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის (FMRI) ტვინის შაბლონების გამოყენებით. ეს მიღწევა, მანქანას ხალხის აზრის უპრეცედენტო ეფექტურობით წაკითხვის საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს ის დაეხმარება მათ, ვისაც ნევროლოგიური დაავადებები და მეტყველებაში სირთულეები აქვთ, რომ ისინი იოლად დაუკავშირდნენ გარე სამყაროს.
„მეტყველების დეკოდირების მიზანი მომხმარებლის ტვინის აქტივობის ჩაწერა და მის მიერ მოსმენილი ან წარმოთქმული სიტყვების წინასწარ განსაზღვრაა. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებთ, რომ ეს ტექნოლოგია დაეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ლაპარაკის უნარი ინსულტის ან სხვა დაავადებების გამო დაკარგეს,”- აცხადებს ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის კურსდამთავრებული ჯერი ტანგი.
გუნდი, რომელმაც დეკოდერი შექმნა, იმასაც აცხადებს, რომ„ ტვინის კითხვის“ პლატფორმებს შეიძლება, საბოლოოდ, მკვეთრად უარყოფითი შედეგები ჰქონდეს, რადგან ისინი შეიძლება მთავრობებსა და თანამშრომლებზე კონტროლისთვის გამოიყენონ. ასეთი დეკოდერები „გონების კონფიდენციალურობის“ თვალსაზრისით დიდ შეშფოთებას იწვევს