კომპანია MARS-ის რობოტის გამოყენებით, ჩილეში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია შესრულდა, ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მათი პირველი საერთაშორისო პროცედურაა. რობოტის დახმარებით, რომელიც მძლავრი მაგნიტებითაა აღჭურვილი და ნაკლებად ინვაზიური და უფრო ეფექტური ქირურგიული ოპერაციებისთვისაა შექმნილი, პაციენტს ნაღვლის ბუშტი ამოუღეს.

ექიმი da Levita Magnetics-ის დამფუძნებელი როდრიგეს ნავარო ამბობს, რომ ეს უკეთესია პაციენტისთვის, რადგან ნაკლებია ჭრილობები და ტკივილი და უფრო სწრაფად ხდება გამოჯანმრთელება.

ქირურგიული პლატფორმა აშშ-ს საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სექტემბერში დაამტკიცა. პირველი კომერციული ქირურგიული ოპერაცია ოქტომბერში, ოჰაიოს შტატის კლივლენდის კლინიკაში ჩატარდა.