ჰელსინკში გაიხსნა კაფე, რომელიც მთლიანად თვითმომსახურების რეჟიმით მუშაობს.
ნამცხვრები და სხვა ცომეული განთავსებულია „ჭკვიან მაცივრებში“, რომლებიც იხსნება მხოლოდ საბანკო ბარათით გადახდისას. როდესაც კლიენტი ბარათს სენსორს შეახებს, მისგან ირიცხება მცირე თანხა, რის შემდეგაც კარი იხსნება. „ჭკვიანი მაცივარი“ ავტომატურად კითხულობს, რომელ პროდუქტებს იღებს მყიდველი თაროდან - ამ მიზნით, კოდი გამოიყენება თითოეულ შეფუთვაზე. არცევანის ცვლილება შესაძლებელია იმავე გზით.
გადაუხდელობის პრევენცია გათვალისწინებულია. კაფე აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. მათი დახმარებით მფლობელები აკონტროლებენ სისუფთავესაც და პროდუქტების მარაგებსაც.
თანამშრომლები კაფეშიუ მხოლოდ დასასუფთავებლად და დახლლების შესავსებად მიდიან.
კაფე მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში ოთხი დღე.
ცნობისთვის, დანიაში სუპერმარკეტი გაიხსნა პერსონალის გარეშე.