დანიის ქალაქ ორჰუსში ქვეყნის პირველი სასურსათო სუპერმარკეტი გაიხსნა მოლარეებისა და სხვა თანამშრომლების გარეშე. „ეევროპულსის“ ინფორმაციით, სუპერმარკეტი მუშაობს 24 საათის განმავლობაში და იყენებს ხელოვნურ ინტელექტს (AI).
ობიექტზე შესვლისთვის მყიდველმა უნდა დაასკანეროს თავისი გადახდის ბარათი. ამის შემდეგ ჭერის კამერა ჩაიწერს იმას, რაც მან თაროებიდან აიღო. როდესაც მყიდველი შეაგროვებს ყველა საჭირო საქონელს, მას შეუძლია უბრალოდ დატოვოს სუპერმარკეტი, ხოლო ფული ბარათიდან ავტომატურად ჩამოეწერება.
თუ მომხმარებელი გადაიფიქრებს კონკრეტული პროდუქტის შეძენას, შეუძლია ის დააბრუნოს თაროზე და დაბრუნებული პროდუქტი ქვითრიდან გაქრება.
ალკოჰოლი და სხვა პროდუქცია, რომელზედაც ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს, ცალკე ზონაშია განლაგებული, სადაც მოხვედრა შეიძლება პირადობის მოწმობის დასკანერების შემდეგ.
მსგავსი მაღაზიები უკვე მოქმედებს პოლონეთსა და გერმანიაში.
ევროკავშირის ქვეყნები ასწავლიან ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა სფეროში დახმარებას. მაგალითად, საფრანგეთში AI მუშაობს მეხანძრეებთან, ხოლო პორტუგალიაში ალგორითმებს შეუძლია ციხის სისტემის მართვა.