ბოლო ათი წლის განმავლობაში გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 60%-ით გაიზარდა.
Visualcapitalist-ის მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 1.5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, ეს კი მაშინ, როცა 2015 წელს ინვესტიციები 936 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
გამოცემა წერს, რომ წლიდან წლამდე ენერგეტიკის სექტორი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რასაც კლიმატურ ცვლილებებთან ერთად ხელი შეუწყო ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ, რომელიც დიდი ოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს.
ბოლო ათ წელში ყველაზე მზარდი დინამიკით მზის ელექტროსადგურებში ჩადებული ინვესტიციები ხასიათდება, სადაც ინვესტიციების მოცულობა 211%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2015 წელს ამ მიმართულებით განხორციელებული იყო 142 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 2025 წლის ბოლოსთვის კი მოსალოდნელია რომ ეს თანხა 441 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
მზის პანელებს მოსდევს ქარის ელექტროსადგურები, სადაც ათ წლიან ჭრილში 69%-იანი მატება დაფიქსირდა. 2025 წელს ამ სექტორში ინვესტიციები მოსალოდნელია, რომ 413 მილიარდ დოლარს მიაღწევს, 2015 წლისთვის კი 331 მილიარდს შეადგენდა.
ამასთანავე, კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებს, ბირთვული ელექტროსადგურებია (+64%). ატომურ ელექტროსადგურებში ჩადებული ინვესტიციები 2015 წელს 45 მილიარდ დოლარს შეადგენდა, წელს კი 74 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ამავე მონაცემების მიხედვით, ელექტროენერგიის სხვა წყაროებში ჩადებული ინვესტიციები ბოლო ათ წელში ასეთი იყო:
წყარო: bpn.ge