კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო)  „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ 88% სოციალური ქსელებიდან Facebook-ს იყენებს; 9% - საერთოდ არ სარგებლობს Facebook-ით.

Instagram-ს გამოკითხულთა 34% იყენებს, 63% - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;

X-ს, იყენებს - 4%, 93% - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;

Youtube - იყენებს  - 60%, 37 - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;

Tiktok - იყენებს - 34%, 64 - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;

Vkontakte-ს, იყენებს - 3%, 94% - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;

Odnoklassniki-ს იყენებს - 2%, 96% - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი.

კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.