აშშ-ისა და კატარის მიერ ერთობლივი გაფრთხილების საფუძველზე, ევროკავშირი კრიტიკული ენერგეტიკული რესურსების გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშაა. მიზეზი კი თავად ევროპული გაერთიანების მიერ ინიციირებული ახალი კანონია. საუბარია  “კორპორაციული მდგრადობის ფრთხილ დირექტივაზე” (CSDDD), რომელიც თხევადი გაზის მიმწოდებლებს ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვითი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვასა და მკაცრ მონიტორინგს ავალდებულებს.

ეს კანონი მიუღებელი აღმოჩნდა ამერიკელი და კატარელი მწარმოებლებისთვის.

აშშ-ისა და კატარის მხარეთა განმარტებით, ეს კანონმდებლობა “ეგზისტენციალური საფრთხეა” ევროკავშირის ენერგოინფრასტრუქტურისა და ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობისათვის.

თუ კანონის აღსრულება მათთვის სავალდებულო გახდება, კატარს ევროკავშირში საქმიანობის გაგრძელება აღარ შეეძლება, რადგან წარდგენილი მოთხოვნები ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს, რისთვისაც კატარი ჯერ მზად არ არის.

რატომაა ეს პრობლემა თავად ევროკავშირისთვის? - ევროკავშირის გაცხადებული პრიორიტეტია ამბიციური კლიმატიური პოლიტიკა და პარალელურად ნერგეტიკული რესურსების შენარჩუნებაა. ცალსახაა, რომ ამერიკული და კატარული თხევადი გაზის იმპორტი ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ მას რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლება რეალურად სურს.