მსხვილი კორპორაციები ახლა დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ გენერაციულ AI-სა და ისეთ მოდელებში, როგორიცაა ChatGPT. Reuters-ის ინსტიტუტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მიუხედავად ტექნოლოგიის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟისა.
6 ქვეყანაში (არგენტინა, დანია, საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) 12 000 ადამიანის ონლაინ გამოკითხვა ფოკუსირებული იყო იმის გაგებაზე, იყენებენ თუ არა ადამიანები გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს და რას ფიქრობენ მის გამოყენებაზე ჟურნალისტიკაში და სხვა სფეროებში.
ChatGPT ყველაზე აღიარებული გენერაციული AI-ია. გამოკითხულთა დაახლოებით 50%-ს სმენია მის შესახებ. ის ასევე ყველაზე ფართოდ გამოყენებული გენერაციული AI ინსტრუმენტია ამ 6 ქვეყანაში.
თუმცა, მხოლოდ 1% იყენებს ChatGPT ყოველდღიურად იაპონიაში, 2% - საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში და 7% - აშშ-ში.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად აქვთ გენერაციული AI-ს შესახებ ინფორმაცია, ადამიანების 20%-დან 30%-ს არ სმენია ChatGPT-ს შესახებ.
ახალგაზრდები უფრო ხშირად იყენებენ გენერაციულ AI-ს რეგულარულად. საშუალოდ ექვსივე ქვეყანაში, 18-24 წლის ადამიანების 56%-ს ერთხელ მაინც გამოუყენებია ChatGPT, 55 წლის და მეტი ასაკის ადამიანების - 16%-ს. 5% იყენებს გენერაციულ AI-ს ახლი ამბების მისაღებად.
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ ჟურნალისტები ახლა იყენებენ გენერაციულ AI-ს გარკვეული ამოცანების შესასრულებლად. 43% ამბობს, რომ ყოველთვის ან ხშირად იყენებს მას ორთოგრაფიისა და გრამატიკის რედაქტირებისთვის, 29%- სათაურების დასაწერად და 27% - სტატიის ტექსტის დასაწერად.
ადამიანების უმეტესობა ელოდება, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში. 51%-დან ელოდება მნიშვნელოვან გავლენას პოლიტიკაზე, 66%-მდე - მედიაზე და 66%-მდე - მეცნიერებაზე.
საერთო ჯამში, უმეტესობა ელის, რომ გენერაციული AI გააუმჯობესებს ცხოვრებას. კითხვაზე, გენერაციული AI გახდის საზოგადოებას, მთლიანობაში, უკეთესს თუ უარესს, ხალხი ზოგადად პესიმისტურად იყო განწყობილი. ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაფრთხილებები დიდწილად ფოკუსირებულია კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე.
დოქტორმა რიჩარდ ფლეტჩერმა, მოხსენების წამყვანმა ავტორმა, BBC-ს განუცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის ძალიან დაინტერესებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტით.