ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქვის იარაღებით სავსე ადგილს მიაგნეს. მეცნიერების თქმით, ამ იარაღების მეშვეობით 60 000 – 50 000 ათასი წლის წინ ადამიანებმა ნადირობა და ცივ გარემოში გადარჩენა შეძლეს, - ნათქვამია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
არქეოლოგებმა ასობით ქვის არტეფაქტებს მიაგნეს. მათი უმეტესი ნაწილი სწორედ ისე იყო გაკეთებული, როგორც ეს ნეანდერტალელებმა იცოდნენ. მსგავსი სტილისა და სტრუქტურის ქვის იარაღი აღმოსავლეთ აზიაში აქამდე არქეოლოგებს არ აღმოუჩენიათ.
ნეანდერტალელები ევრაზიის ტერიტორიაზე 400 ათასი წლის განმავლობაში არსებობდნენ, სანამ 40 000 წლის წინ არ გაქრნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ნეანდერტალელების მიგრაცია მოხდა აღმოსავლეთისკენ, იქ, სადაც დღეს ჩინეთია.
არქეოლოგები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ სხვა ძველი ადამიანები ისეთივე ქვის იარაღს აკეთებდნენ, როგორც ნეანდერტალელები, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეგროვებული მასალის დეტალური შესწავლა და დათვალიერება მოხდება.
წყარო: imedinews.ge