ლონდონის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, კომპანიას 2 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ჯარიმის დაკისრების პარალელურად, Apple-ს საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა და მონოპოლისტური პრაქტიკის დასრულება დაევალა.
ეს ბრიტანეთის იურისდიქციაში ისტორიული მნიშვნელობის სასამართლო დავაა, რომელიც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა წააგო.
კომპანიას ბრალად ედება მონოპოლიური ქმედების განხორციელება და კონკურენტების არასამართლიანად შეზღუდვა. საუბარია 2015-დან 2020 წლამდე პერიოდში App Store-ზე კონკურენტი კომპანიების მიერ შექმნილი აპლიკაციების ხელოვნურად შეზღუდვასა და მათთვის იმდენად მაღალი საკომისიო გადასახადის დაწესებაზე, რომ კომპანიებს განვითარება შეზღუდვოდათ.
ბრალდების მხარის მტკიცებით, საკომისიო გადასახადი ხშირად 30%-ს აღწევდა, ანუ, თავად Apple-ს მომხმარებლებისათვის კონკურენტი აპლიკაციის შეთავაზება 30%-ით იაფად შეეძლო.
ცნობისთვის, იდენტურ საქმეზე დავა მიმდინარეობს ევროკავშირის სასამართლოშიც, რომელიც, დიდი ალბათობით, მსგავსი შედეგით დასრულდება.