შვეიცარიულმა სტარტაპმა Ascento-მ წარმოადგინა ახალი რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ დაცვის თანამშრომლები შეცვალონ. დეველოპერების თქმით, დაცვის თანამშრომლების ნაკლებობა პრობლემაა ბევრ ინდუსტრიაში; ხშირად მათ ზეგანაკვეთურად უწევთ მუშაობა, რაც გავლენას ახდენს სამუშაოს ეფექტურობაზე.

Ascento Guard რობოტი ადამიანის სიჩქარით მოძრაობს, ასრულებს ისეთ მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან დავალებებს, როგორიცაა პერიმეტრზე პატრულირება, ეძებს ხვრელების ღობეებში, ახორციელებს თერმულ სკანირებას თავდამსხმელებსა და ხანძრებზე, აკონტროლებს განათებას და პარკირებას. თუ რობოტი საფრთხის ქვეშაა, ის ამის შესახებ, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, პასუხისმგებელ პირს აცნობებს, რომელიც ინტეგრირებულია ვიდეოთვალთვალის სისტემებთან და საიმედოდაა დაცული დაშიფვრით.

რობოტს აქვს ფეხები და ბორბლები, ფეხები იკეცება, ამიტომ კიბეები და ორმოებიც არ წარმოადგენს მისთვის პრობლემას.

Ascento-ს ხელმძღვანელის ალესანდრო მორას თქმით, მათი მთავარი კონკურენტები ამერიკული Cobalt და Knightscope. თუმცა, Cobalt ფოკუსირებულია შიდა უსაფრთხოებაზე, ხოლო Knightscope - ხალხმრავალ ადგილებზე. Ascento კი ორიენტაცია ინდუსტრიულ ზონებზე.

მორამ ასევე აღნიშნა, რომ ეს პროექტი მხოლოდ დასაწყისია. მეცნიერები გეგმავენ, ასწავლონ რობოტებს მუშაობა შენობაში და ჰაერში.