Apple-ის “Underdogs” სერიის გმირები – თანამშრომლების მრავალფეროვანი გუნდი, რომელიც ახალი თავგადასავლით გვიბრუნდება. კრეატიული სააგენტო Gut-ის თანადამფუძნებელი ანსელმო რამოსი ამ პროექტის უახლეს სერიასა და თავის მნიშვნელოვან დაკვირვებებზე საუბრობს, თუმცა სანამ მის მიმოხილვას გაეცნობოდეთ, ჯერ ვიდეორგოლს უყურეთ:
კონტენტი რეკლამის ნაცვლად
რამოსის შეფასებით, Apple-ის “Underdogs” არის არა მხოლოდ რეკლამა, არამედ მაღალი ხარისხის სამსახურებრივი კომედია, მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ბრენდის ამბის თხრობის მასტერკლასი. რეკლამის პროფესიონალი მიიჩნევს, რომ მეტ ბრენდს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს კონტენტის შემქმნელ კომპანიად, რაც ბევრისთვის ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი შესაძლებლობაა.
შესრულების ხელოვნება
შეუძლებელია შესრულების გამორჩევა იდეისგან – შესრულება თავად არის იდეა, აღნიშნავს რამოსი. სცენარი, კასტინგი, მსახიობობა, მუსიკა, მონტაჟი – თითოეული ელემენტი სავსეა ყურადღებით. პარადოქსულად, ბუნებრივი, არასცენარული შეგრძნების მისაღწევად დიდი ოდენობით სცენარის წერაა საჭირო.
გამოწვევების გადალახვა
Apple-ის “Underdogs” პროექტი შეფერხებების გარეშე არ ყოფილა. წინა ეპიზოდმა “OOO”, რომელიც ტაილანდში მოგზაურობას ასახავდა, კრიტიკა დაიმსახურა სტერეოტიპიზაციის გამო. კომპანიამ საჯაროდ მოიბოდიშა და ვიდეო ამოიღო. მაშინ როდესაც სხვებს შეეძლოთ პროექტი გაეუქმებინათ, Apple-მა გადალახა პრობლემა და სერია განაგრძო.
გამომწვევი აზროვნება
რამოსი აღნიშნავს, რომ სასიამოვნოა Apple-ის დაბრუნება თავის ისტორიულ, გამომწვევ პოზიციაზე, როგორც ეს იყო კლასიკური “Get a Mac” კამპანიის დროს. ინდუსტრიას სჭირდება მეტი ლიდერი, რომელიც ინარჩუნებს გამომწვევის აზროვნებას წარმატების მიუხედავად.
არათანაბარი შესრულების დაძლევა
ზოგიერთს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ახალი “BSOD” ეპიზოდი არ არის ისეთივე მაღალი დონის, როგორც წინა ნაწილები. თუმცა, ვიდეო მაინც გასართობია და 30 მილიონი ნახვა აქვს. თვით “Breaking Bad”-საც ჰქონდა ნაკლებად პოპულარული ეპიზოდები. მთავარია, პროექტი მთლიანობაში მეტ სიძლიერეს ავლენდეს, ვიდრე სისუსტეს.
პროდუქტის დემონსტრაციის ხელოვნება
8-წუთიან ფილმში ინტეგრირებულია უსაფრთხოების 8 ფუნქცია და Apple-ის 31 პროდუქტი, ფუნქცია და სერვისი. ეს მაგალითი მარკეტერებისთვის საკმაოდ შთამაგონებელია – „რთული დავალებისა“ და „ფუნქციების გრძელი სიის“ მიუხედავად, შესაძლებელია კრეატიული გადაწყვეტის მოძიება, რასაც რამოსმა „პროდუქტის დემონსტრაციების სიქსტეს კაპელა“ უწოდა.
წყარო: Adweek marketer.ge