2023 წელს საქართველოში კიბერდანაშაული გაიზარდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშშია ნათქვამი. გასული წლის განმავლობაში დაზარალებულთა მიერ სულ 999 შემთხვევის შეტყობინება მოხდა, რაც 2022 წელთან შედარებით 7%-ით მეტია.
ქვეყანაში კიბერდანაშაულის უდიდესი ნაწილი ფინანსური მანიპულაციის განხორციელების (ფიშინგის) მიზნით ხორციელდება, შესაბამისად პოლიციაში შეტყობინებები ძირითადად კიბერთაღლითობის მსხვერპლთა მიერ გაკეთდა.
კიბერდანაშაულის სტატისტიკა საქართველოში:
კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური
სარგებლის მიღების მიზნით - 892 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 53%;
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა - 95 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 30%;
კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა - 11 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 0%.
მთლიანობაში შესული საქმეები - 999 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 51%.
2022 წელს კიბერდანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 38% იყო, 2021 წელს კი მხოლოდ 20%, შესაბამისად ქართული სამართალდამცავი უწყებების კომპეტენცია ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართულებით გაუმჯობესებულია.