ანალიტიკურმა პორტალმა Numbeo-მ 2025 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა ეფუძნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომხმარებლების მიერ წარდგენილ მონაცემებს პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაჩვენებლების შესახებ.

რეიტინგში საქართველო 21-ე პოზიციაზეა. რაც შეეხება ლიდერ ქვეყნებს, პირველ ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, მეორეზე ანდორაა, მესამეზე კი კატარი.

Numbeo-ს მიხედვით, ტოპ 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ტერიტორიაა:

- არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE)

- ანდორა

- კატარი

- ტაივანი

- მაკაო

- ომანი

- მენის კუნძული

- ჰონგ-კონგი

- სომხეთი

- სინგაპური.