2026 წლის ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდების რეიტინგი Consumer Reports-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად შედგა.

კვლევა ითვლის ე.წ. საიმედოობის მოსალოდნელ მაჩვენებელს ყველა ახალი ავტომობილის, სატვირთოსა და SUV-ის მოდელისთვის, რომელიც წელს ბაზარზე გამოვა. 2026 წლის რეიტინგისათვის Consumer Reports-მა 380 000 ავტომობილის მონაცემები შეისწავლა.

რეიტინგის სათავეში იაპონური Toyota მოხვდა. მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებზე კი Subaru, Lexus-ი და Honda არიან. რეიტინგის მეხუთე პოზიციას ათეულში ერთადერთი ევროპული ბრენდი BMW იკავებს.

ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდები 2026 წლისთვის შემდეგია:

Toyota - 66 საიმედოობის ქულა  

Subaru - 63 საიმედოობის ქულა  

Lexus - 60 საიმედოობის ქულა  

Honda - 59 საიმედოობის ქულა  

BMW - 58 საიმედოობის ქულა  

Nissan - 57 საიმედოობის ქულა  

Acura - 54 საიმედოობის ქულა  

Buick - 51 საიმედოობის ქულა  

Tesla - 50 საიმედოობის ქულა  

Kia - 49 საიმედოობის ქულა