საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მესამედ დაასახელეს.

კიტეიშვილმა „შტურმის“ ლეგენდის, ივიცა ვასტიჩის მიღწევა გაიმეორა, რომელიც ასევე ზედიზედ სამჯერ გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (1997-1998, 1998-1999 და 1999-2000 წლების სეზონში).

„ზედიზედ მესამედ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ასეთი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვება თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია. დარჩენილ ორ ტურში ვეცდებით, ჩვენი დასახულ მიზანს მივაღწიოთ“, – თქვა კიტეიშვილმა „შტურმის“ ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში ბომბარდირობისთვისაც იბრძვის – ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ქართველი ფეხბურთელი 14 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით პირველ ადგილზეა, მის უახლოეს კონკურენტს, კინგსტონ მუტანდვას („რიდი“) 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

პირველი არხი