შეტყობინებების აპლიკაცია whatsapp შეფერხებით მუშაობს და მომხმარებლებს შეტყობინების გაგზავნის საშუალება არ აქვთ, ხარვეზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება.

აღნიშნულის შესახებ არც WhatsApp-ს და არც მის მშობელ კომპანია Meta-ს ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.

შეფერხებით მუშაობს ინსტაგრამიც.