შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაჭაში, შოვის სტიქიის ზონაში 2 ცხედრის პოვნას ადასტურებს.

როგორც უწყება მედიასთან აცხადებს, ცხედრები მიწის მასის დამუშავებისას იქნა ნანახი.

არსებული ინფორმაციით, დამეწყრილი ზონიდან 70-მდე მოქალაქე უვნებლადაა გამოყვანილი. მათ შორის არიან ბავშვებიც.