საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის „კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანადამფუძნებელმა და თანათავმჯდომარემ, გიგა სოფრომაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ თბილისის მერიისგან რამდენიმე შშმ პირთა ორგანიზაციას, შშმ ბავშვების განვითარების სერვისების განსახორციელებლად უზურფრქუტით უსასყიდლოდ გადაცემული ფართები აღარ ექნებათ.

"რეპრესიები უკვე გადავიდა საჯარო ორგანიზაციებიდან კერძო სექტორზე, ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ შშმ პირებზე, სოციალურ საწარმოებზე, რომლებიც არის შშმ პირების. არ ვვარაუდობ, ამის უკვე ფაქტები გვაქვს. დედაქალაქის მერიამ უკვე ოფიციალურად შეატყობინა რამდენიმე შშმ პირთა ორგანიზაციას, რომ ფართები, რომლებიც მათ თბილისის მერიისგან ჰქონდა უზურფუქტით უსასყიდლოდ გადაცემული, სერვისების განხორციელებისათვის შშმ ბავშვების განვითარებისთვის, ეს ფართები მათ უსასყიდლოდ აღარ ექნებათ, უნდა აიღონ იჯარის ფორმით, ოღონდ ეს იჯარაც არ იქნება შეღავათიანი, არამედ ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მიერ დადგენილი ტარიფით მოხდებაცოტა ხანში ვისაუბრებთ ამ ორგანიზაციებზეც", - განაცხადა სოფრომაძემ.

. წყარო: formulanews.ge