შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი ცოცხალი ადამიანი იპოვეს.
დადასტურებული ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ორი მათგანის ცხედარი მაშველებმა გუშინ გვიან ღამით იპოვეს, 4 კი დღეს დილით. მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა.