საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვის სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა 7 პრიორიტეტულ მდებარეობაზე მუშაობს.

ამავე ცნობით, ადგილზე სულ მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა. 

„ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე. 

ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.

ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც. დამატებითი და გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.