შოტლანდიისა და საქართველოს მატჩი გლაზგოში წვიმის გამო შეჩერდა. წყალმა მოედანი დატბორა.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის ლიდერების შეხვედრა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მე-7 წუთზე შეჩერდა.
თამაში მძიმე კლიმატურ პირობებში დაიწყო – წვიმის გამო მოედანზე ბურთის გაგორება შეუძლებელი იყო. მე-6 წუთზე შოტლანდიელებმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გახსნეს – გოლი კალუმ მაკგრეგორიმ გაიტანა.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის მოთხოვნით მატჩის უნგრელმა არბიტრმა თამაში შეაჩერა.