„შმიტც კარგობულ ჯორჯიამ“ პირველი ტრაილერი გადასცა ქართულ კომპანიას დროებით მოხმარებაში, რომელიც აღჭურვილია საკუთარი წარმოების SCU d.80 სამაცივრე აგრეგატით.

ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია Schmitz Cargobull AG-ს ოფიციალური ფილიალი კავკასიაში შპს „შმიტც კარგობულ ჯორჯია“ 2023 წლის იანვრიდან ოპერირებს ჩვენ ბაზარზე. კომპანია ახორციელებს როგორც ახალი, აგრეთვე მეორადი ნახევრად მისაბმელი ტრაილერებით და მათი სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობას.

კომპანია გთავაზობთ სწრაფ, მრავალფეროვან მომსახურებას და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ყველა სახის სატრანსპორტო საჭიროებისთვის. გარდა ამისა, კომპანიამ საქართველოში აქვს სათადარიგო ნაწილების საწყობიც, სადაც ფართო ასორტიმენტის პროდუქციაა წარმოდგენილი. საწყობი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიიღოს სერვის ცენტრის მომსახურება.

„შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull AG) ევროპული ხარისხის, გერმანული წარმოშობის კომპანიაა, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სატრანსპორტო აღჭურვილობას ნებისმიერი ტიპის ტვირთისთვის. გერმანული გიგანტის „შმიტც კარგობულის“ (Schmitz Cargobull AG) საერთაშორისო გუნდი 6,900 თანამშრომელს აერთიანებს, ხოლო მისაბმელი ტრანსპორტის წარმოება ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ 50,000 ერთეულზე მეტია.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით: https://www.facebook.com/SchmitzCargobullGeorgia

„შმიტც კარგობულ ჯორჯიას" საკონტაქტო პირები:

⏺ Sales Trailers / მისაბმელების გაყიდვა / թրեյլերի վաճառք / treyler satışı +995 599 80 06 84 // Dimitri.Kajaia@cargobull.com

⏺ Sales Spare Parts / სათადარიგო ნაწილების გაყიდვა / պահեստամասերի վաճառք / ehtiyat hissələrinin satışı+995 599 80 06 89 // Irakli.Rizhamadze@cargobull.com

⏺ Backoffice, CEMT / გაყიდვების მხარდაჭერა, ECMT / վաճառքի աջակցություն, ECMT / satış dəstəyi, ECMT+995 599 80 05 94 // Nino.Menabde@cargobull.com