TKT.GE-ს და Super app-ს სასიამოვნო სიახლე აქვთ მათთვის, ვინც საქართველოში ვარსკვლავთცვენას მოუთმენლად ელოდება! „Starring Georgia-ს“ ფარგლებში დაგეგმილი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს TNET-ის Super app-ის მეშვეობით სულ რამდენიმე წუთში შეიძენთ.
ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი „Imagine Dragons“ თბილისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 31 აგვისტოს ეწვევა. მილიონობით გაყიდული ალბომისა და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ „Mercury-ის“ ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, „Imagine Dragons“ ნამდვილი სუპერვარსკვლავების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.
კონცერტის ბილეთი TNET-ის Super app-ში 11 მაისის 16:00 საათიდან იქნება ხელმისაწვდომი. უფრო ზუსტად, აპლიკაციაში Star Ring-ის კატეგორიის ბილეთი დაგხვდებათ.
ბილეთის Super App-იდან შესაძენად, საჭიროა:
ჩამოტვირთოთ აპლიკაცია;
გაიაროთ რეგისტრაცია;
მიაბათ თქვენს პროფილს საბანკო ბარათი.
აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS, ასევე Android სისტემებისთვის. გადმოწერეSuper App-ი და შეიძინე ბილეთი სწრაფად და მარტივად: bit.ly/superapp-tnet
„Starring Georgia“ ორწლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში, საქართველო მთელი„თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორები თიბისი და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებშითიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლებაიმოქმედებს.