საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სიგელი გადაეცა. დაჯილდოება საქსტატის 106 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, სემეკი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.
„სემეკსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ გარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სტატისტიკური პორტალისა და სხვადასხვა დარგობრივი მონაცემების შემუშავებისა, უწყებებს შორის თანამშრომლობა მოიცავს სხვა მეტად მნიშვნელოვან სფეროებსაც. მათ შორის, 2024 წელს, სემეკის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს მოსახლეობის აღწერის თვითრეგისტრაციის პროცესში. მოხარულნი ვართ, რომ გადმოგვეცა ჯილდო და გამოვთქვამთ მზადყოფნას მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა საზეიმო ღონისძიება გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემეკს 2024 წლის აღწერის ფარგლებში საქსტატთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სიგელი გადაეცა
"მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების გენგეგმის ალტერნატივები" - იოსელიანი ნიდერლანდებში შეხვედრებს მართავს
როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ - კობახიძე
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით
EU მზადაა, სირიასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს - ლიტვა
„მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს