საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 1.8 %-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა. თუმცა, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 69.2% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 2.4% იყო.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.0 პროცენტული პუნქტით 54.7%-მდე გაიზარდა 2024 წლის მე-3 კვარტალში.

Galtandtaggart-ის პროგნოზით, უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება 2024 წელს, 2023 წლის 16.4%-დან.