2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საწარმოთა 8%-ს (3,884) ჰყავს 17,851 უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებული, რაც მთლიანი დასაქმების 2%-ია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება 78%-ით გაიზარდა. ინფორმაციას PMCG აქვეყნებს.
2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა 45% მსხვილი ზომის საწარმოებზე მოდის, 14% საშუალოზე, ხოლო 41% მცირე ზომის საწარმოებზე.
2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, დასაქმებულ უცხოელთა 74% თბილისშია თავმოყრილი, ხოლო 26% - დანარჩენ რეგიონებში.
„ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში დასაქმებულთა ასეთი ზრდა შესაძლოა, აიხსნას სექტორის ბუმით9 და უცხოელი მოქალაქეების გაზრდილი კონცენტრაციით. ასევე, დასაქმებულთა ზრდა განთავსებისა და საკვების მიწოდების სექტორში შეიძლება, აიხსნას საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ნაწილობრივი აღდგენითა და მიგრანტების შემოდინებით“, - აღნიშნულია კვლევაში.
2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სამუშაო ძალა გაიზარდა 17,960 ადამიანით, ხოლო უმუშევრობის დონე 2022 წელს რეკორდულად დაბალ - 17.3%-მდე შემცირდა. 2022 წელს საქართველოში 15+ მოსახლეობის საერთო რაოდენობის საშუალო წლიური მაჩვენებელი პირველად ჩამოსცდა 3 მილიონს და 2,989 ათასამდე შემცირდა.